BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 02 დეკ 2019, ნახვები: 956, კომენტარი: 0
ფრანგმა კოლეგამ დავით ზალკალიანს დაუდასტურა, რომ ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს
photo © ipn.ge  
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.
"მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე, მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას”, - განაცხადა ზალკალიანმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე “ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით”, - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ფრანგ კოლეგებთან მუდმივი კავშირი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რადგან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: “საფრანგეთის სიტყვას საერთაშორისო დღის წესრიგში და მათი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი ფასი აქვს“. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი მინისტრების შეხვედრაზე.
მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას, ეკონომიკური კუთხით.
Shipping
Traking

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005