BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 01 დეკ 2019, ნახვები: 466, კომენტარი: 0
გიორგი კახიანი - „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ
photo © ipn.ge  
„ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ე.წ.გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა. მან რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის დაწყებამდე თემაზე: "საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი", უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებას.
"ჩვენ მოვუსმენთ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებსა და მოსაზრებებს, და ბუნებრივია, კონფერენციის შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ვიფიქროთ, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობაშიც თუ შესაძლებელია რაიმე ცვლილების განხორციელება, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ამასთანავე, ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე", - განაცხადა კახიანმა.
კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი" უპასუხა, რომ ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს.
"ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ, ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ და შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, თავად პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ არ უნდათ ამის აღიარება. ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ მიიღებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო", - აღნიშნა კახიანმა.
Shipping
Traking

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005