BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 01 დეკ 2019, ნახვები: 1224, კომენტარი: 0
გიგა ბოკერია „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით ნიკა მელიას საქმეზე - თუ ხვალ ივანიშვილი მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ვერ გადარჩება
photo © ipn.ge  
სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. მთელი საზოგადოება მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლებად ვერ ვიქცევით. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ვერ გადარჩება და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მედიას განუცხადა. გიგა ბოკერიას თქმით, თავად მიიღებს მონაწილეობას აქციაში, რომელიც ხვალ საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.
"სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. არაფერი არ არის გამორიცხული. „პროგნოზი“ რა მაქვს - როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილმა მელიასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მან მანამდე დააანონსა, რომ დიდი ხნით ჩაჯდებან და ა.შ, მის ბედს ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, უბრალოდ, იმ ბედს დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ბედი იყოს ტრაგიკული, ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება განიმუხტოს, ოღონდ, მთელი საზოგადოება მისი პოლიტიკური სიგიჟის მძევლებად ვერ ვიქცევით. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ ვერ გადარჩება ამის შედეგად და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი“,-განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.
Shipping
Traking

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005