BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 30 ნოე 2019, ნახვები: 1679, კომენტარი: 0
ევრონიუსი - რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?
photo © ipn.ge  
გამოცემა „ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. სტატიაში სათაურით : „რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ აღნიშნულია, რომ ორი კვირაა, საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
"საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნამ ათასობით ქართველი ქუჩაში გამოიყვანა. დემონსტრანტები ბლოკავენ პარლამენტის შენობას. აქტივისტები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვენ, რაც მაჟორიტარულიდან პროპორციულ წესზე გადასვლას ითვალისწინებს,“- წერს „ევრონიუსი“. სტატიაში აღწერილია, თუ რას გულისხმობს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევო წესები და აღნიშნულია, რომ „მაჟრიტარულ საარჩევნო ოლქზე დაფუძნებული სისტემას სარგებელი მოაქვს მოქმედი პარტიებისთვის, ახალ პოლიტიკურ ძალების კი მანდატების მიღების შესაძლებლობას ურთულებს.“
გამოცემა პრემიერ-მინისტრის სიტყვების ციტირებას ახდენს, სადაც გიორგი გახარია აცხადებს, რომ ”გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში სრულად არის დაცული კანონით, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციების უკანონო დაბლოკვის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.“
"მას შემდეგ ათობით ადამიანი დააპატიმრეს და პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სამშაბათს კი პარლამენტის შენობის გარშემო უზარმაზარი ფოლადის კარიბჭეები აღმართეს,“- წერს „ევრონიუსი“. სტატიაში გერმანელი ანალიტიკოსისა და მკვლევარის დიონის ჩენუსას კომენტარიც არის წარმოდგენილი, რომელიც აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული ზომების მიღებით ხელისუფლებამ დემონსტრაციების შეჩერება შეძლოს, ვინაიდან ოპოზიციას „ძალიან ცოტა რამ აქვს დასაკარგი“.
"მთავრობამ სიტუაციის განსამუხტად გამოსავალი უნდა მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის აქციების ზეწოლა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, თუკი „ქართული ოცნება“ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ტაქტიკას ან სამართლებრივი რეპრესიული ზომების გატარებას დაუშვებს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი გამოცემასთან საუბარში.
Shipping
Traking

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005