BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: pirveliradio.ge, 06 ნოე 2019, ნახვები: 665, კომენტარი: 0
რომან გოცირიძე - საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ? ასეთი რამ იშვიათად ხდება
photo © pirveliradio.ge  
გადაწყვიტეს, მიხეილ ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. დეპუტატის თქმით, ამ საქმეს პოლიტიკური სიმძიმე ვერ მოშორდება.
"მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ? ასეთი რამ იშვიათად ხდება. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მინისტრის რანგში მისი ყოფნა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ და გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისთვის ერთი მინისტრის წასვლით. თუმცა, ამას არაფერი უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ მიმდინარე კვირაში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005