BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 06 ნოე 2019, ნახვები: 888, კომენტარი: 0
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საოკუპაციო რეჟიმს გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ
photo © ipn.ge  
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.
"ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ. ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყოვნებლივ გახსნან სექტემბრის დასაწყისიდან დახურული ყველა გადასასვლელი პუნქტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ყოველთვის ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს. განცხადების მიხედვით, გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი შემთხვევები, რაც სერიოზულად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005