BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 06 ნოე 2019, ნახვები: 1347, კომენტარი: 0
საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, ყველაზე მეტი ემიგრანტი კვლავ რუსეთში იმყოფება
photo © ipn.ge  
2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში. აგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.
ამასთან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.
"საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005