BABAJANA
Levan Natalishvili Law Office

წყარო: ipn.ge, 05 ნოე 2019, ნახვები: 933, კომენტარი: 0
არჩილ თალაკვაძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან იგივე ადამიანები დგანან, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის უკან იდგნენ
photo © ipn.ge  
არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვერანაირი განცხადებები პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს.
„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით. გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და მისი ინტერესების დაზიანება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს. ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თუ განსხვავებული რაკურსების გამოკვეთა ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს, ეს არის ცალსახა", - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ არავითარი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ხელისუფლება რაიმე სახით ყოფილიყო დაინტერესებული იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა.
„პირიქით, მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლების და ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რაც მის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა და მათ უარყვეს ასეთი მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრის შესახებ", - განაცხადა თალაკვაძემ.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005