BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 ოქტ 2019, ნახვები: 521, კომენტარი: 0
შალვა თადუმაძე - ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
photo © ipn.ge  
ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის კითხვის პასუხად განაცხადა. ეპუტატი დაინტერესდა, რა დამსახურებები აქვს შალვა თადუმაძეს, რის გამოც თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს. როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო.
"ერთი იმ დამსახურებისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმას, რასაც მე ვბედავდი იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი. მე პროფესიულ ნაწილში საკმაოდ დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით, ის არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის გამოთქმას არც საპარლამენტო მდივნის და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის განმავლობაში. თადუმაძემ აღნიშნა, რომ უკომპრომისოდ ახორციელებდა საქმიანობას მიუხედავად იმისა, მოსწონდა თუ არა ეს პარლამენტის იმჟამინდელ შემადგენლობას და ასეთივე უკომპრომისო იყო მთავრობის ადმინისტრაციაშიც და პროკურატურაშიც.
"ერთი რამ მხიბლავს, წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს მელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა შემთხვევას, როცა გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ვინმე ამ დარბაზში, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნას“, - განახადა შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით, ყველა მის გადაწყვეტილებაზე და წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავად არის.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005