BABAJANA

წყარო: formulanews.ge, 09 ოქტ 2019, ნახვები: 604, კომენტარი: 0
ბოკუჩავა თადუმაძეს: მიკვირს, მილიარდერმა ივანიშვილმა თქვენნაირი უდიპლომო და გაუნათლებელი ადვოკატი რომ დაიქირავა
photo © formulanews.ge  
დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უდიპლომო და გაუნათლებელი უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.
"კონსტიტუციით, ნებისმიერ დეპუტატს თავისი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება აქვს გარანტირებული. შავით თეთრზე წერია ეს კონსტიტუციაში. შეიძლება თქვენ არც კონსტიტიტუციური სამართალი გაქვთ ნასწავლი, სამწუხაროა და როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, უხერხულობაც კი მექმნება. უდიპლომო და ელემენტარული განათლების არმქონე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის, სირცხვილია და მართლა ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. გარდა იმისა, რომ არ იცით, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, სამართლის ბაზისურ თეზისებს ვერ გვისახელებთ, დიპლომი არ გაგაჩნიათ, ანალოგიებს ვერ აკეთებთ, თავად ამბობთ კორუმპირებული ვარო. მართლა მიკვირს, მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადვოკატი დაიქირაოს, რაღა უდიპლომო და მაპატიეთ, მაგრამ თქვენნაირი გაუნათლებელი ადვოკატი დაიქირავა“, - მიმართა ბოკუჩავამ თადუმაძეს. თავის მხრივ, თადუმაძემ რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება და დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.
„საჯარო მოხელემ ყველაფერი უნდა მოითმინოს, რაც მის მიმართ საჯაროდ იქნება გაცხადებული. დღეს გვაქვს ამის ნათელი მაგალითი. საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება“, - აღნიშნა თადუმაძემ.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005