BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 ოქტ 2019, ნახვები: 702, კომენტარი: 0
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარული ავეჯის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
photo © ipn.ge  
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი. როგორც კონსტანტინე ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორბელიანის სასახლისთვის ანტიკვარული ავეჯი კანონმდებლობის სრული დაცვითაა შესყიდული და შესყიდვა მხოლოდ საქართველოში განხორციელდა.
"ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილისთვის რამოდენიმე თვის წინ დასრულდა ავეჯის შესყიდვის პროცესი. პროცესის დაწყებამდე, 18 ივნისს ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე ვაცნობეთ ამის შესახებ. ის ფაქტი, რომ სასახლე ცარიელი იყო და ინვენტარი იყო შესაძენი, ვფიქრობ არანაირ დისკუსიას არ საჭიროებს.
ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას. ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ავეჯი შეძენილია მთლიანად საქართველოში, უცხოეთში არანაირი შესყიდვა არ განხორციელებულა, მათ შორის არც საფრანგეთიდან.
"საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ. ბატონი ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტის მიერ ამ ნივთების საქართველოსთვის გადაცემას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ასეთი მასშტაბის შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს კულტურული მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მეორადი ანტიკვარული ავეჯი საქართველოში ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე ქარხნული ნაწარმის შეძენა უცხოეთში, ამიტომ დიდი ეკონომიაა გაწეული, დაახლოებით 81 000 ლარამდე. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შესყიდვაზე სახელმწიფო უზრუნველყოფის ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად. ამასთან, ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლე საბოლოო სახით დასრულებული არაა და დასრულების შემდეგ საზოგადოება ყველა ნივთს ნახავს, რაც შეიძინეს. მისივე თქმით, სასახლე ღია იქნება და იქ გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ექსკურსიები.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005