BABAJANA

წყარო: ipn.ge, 08 ოქტ 2019, ნახვები: 372, კომენტარი: 0
რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა
photo © ipn.ge  
რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი მოსალოდნელი ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამო, შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურა ასევე აცხადებდა, რომ დაკავებულების ნაწილს - გიორგი გეთაშვილსა და გიორგი ასათიანს, საზღვარგარეთ წასვლის გამარტივების მიზნით, გვარიც კი შეცვლილი აქვთ. ამას გარდა, პროკურატურა განმარტავდა, რომ საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ მკვლელობის იარაღის ამოღებაც ვერ შეძლო, რომელიც ბრალდებულს აქვს გადამალული. შესაბამისად, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.
დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005