BABAJANA

წყარო: ipn.ge, 08 ოქტ 2019, ნახვები: 496, კომენტარი: 0
მარიამ კუბლაშვილი - ბრალის დადგენილებით, ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ სხვა ძალადობას ჰქონდა ადგილი
photo © ipn.ge  
ბრალის დადგენილებაში საუბარია, რომ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურება არ უცდია, მაგრამ სხვა ძალადობას ჰქონდა ადგილი. რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს სისრულეში მოეყვანა? - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს დეპუტატის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ის ბრალის დადგენილებას გაეცნო, რომელიც ერთი ადამიანის ჩვენებაზეა დაყრდნობილი.
"ბრალის დადგენილებაში საუბარია, თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ქალბატონს კისერში აკოცა, შემდეგ კი ჩაეხუტა. თუმცა, არ წერია, რამ შეუშალა ხელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ეს განეხორციელებინა. საოცარი ის არის, რომ თურმე, ადამიანზე იძალადა და გაუპატიურება არ უცდია, ანუ მოტივი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცხოვრებიდან ერთი ფაქტი მაინც მომიყვანონ, როცა მან თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ილია ჯიშკარიანს აბრალებენ იმას, რაც თავად ჩაიდინეს. ამ გოგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუწყო აფექტურ მდგომარეობაში საუბარი, თუ რატომ არ უმატებდა ხელფასს. ის ხელფასის მომატებას ხშირად სთხოვდა. ასევე სთხოვდა სხვადასხვა სამსახურებში რეკომენდაციის გაწევას. რეკომენდაციის გაწევის მიუხედავად, მან გასაუბრებები წარმატებით ვერ გაიარა, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აბრალებდა. მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა ბრალი. დასჯილი და დაზარალებული ჩემი მხარეა", - განაცხადა კუბლაშვილმა.
როგორც ის განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააზარალა.
"ბრალს გავეცანით და ამის საპასუხოდ ვაცხადებ: დროა, ჩვენ მოგვისმინონ და ვიდრე წინასწარ დასკვნებს გამოიტანენ, მეორე მხარის განმარტებებსაც გაეცნონ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ და მისი ამ საკითხისადმი დამოკიდებულებამ დააზარალა, რომელმაც უფრო მაღლა დააყენა პიროვნული შეხედულებები, როგორც მამაკაცის და თავის ოპონენტს არ გაუთანაბრდა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ისაუბროს", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005