BABAJANA

წყარო: ipn.ge, 06 ოქტ 2019, ნახვები: 1114, კომენტარი: 0
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია
photo © ipn.ge  
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია და გამოსავლის მოძებნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაა.
„ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვახსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია სხვა კონფლიქტთან ერთად, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს, ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება იყოს განხილული. მეორე მიმართულება არის ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. ასევე ვახსენეთ ყველა ის მიმართულება, ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისიის თავმჯდომარე იქნება გერმანელი ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი. დიდი იმედი გვაქვს ჩვენ რომ ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში განმტკიცდება და ის მიმართულება, რომ საქართველო პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც ფაქტობრივად შეგვიყვანს ევროკავშირში, სანამ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია იქნება ჩვენს გვერდით.", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005