BABAJANA

წყარო: ipn.ge, 18 სექ 2019, ნახვები: 279, კომენტარი: 0
გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევაზე - რა გასაკვირია, რომ ხალხი პარლამენტს, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა და გაჭირვება გაზარდა, ნდობას ვერ გამოუცხადებს
photo © ipn.ge  
„ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა გაართულა და გააუარესა”,- ასე ხსნის „ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. კანდელაკის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხალხი არ ენდობა იმ ინსტიტუციას, რომელმაც გაჭირვება გაზარდა და ცხოვრება გაართულა.
“ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და რეგულაციებმა ხალხის მდგომარეობა გაართულა და გააუარესა - საბანკო რეგულაციები, ვითომ საპენსიო რეფორმა, რითაც ჯიბეში ჩაუძვრა ღარიბ მოქალაქეებს ჩვენი მთავრობა, სუბსიდიები და სხვა ათასგვარი მავნებლობა, ყველაფერი პარლამენტმა მიიღო, ვგულისხმობ უმრავლესობას. ცხადია, ჩვენ ყველაფრის წინააღმდეგ მივეცით ხმა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხალხი იმ ინსტიტუციას, რომელმაც მისი ცხოვრება გაართულა და გაჭირვება გაზარდა, ნდობას ვერ გამოუცხადებს”, - განაცხადა კანდელაკმა. გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს. მისი თქმით, ხალხში ივანიშვნილის მთავრობის მიმართ ნდობა მინიმუმზე, ხოლო პესიმიზმი მაქსიმუმზეა.
"გამოკითხვის გარეშეც ყოველ დღე ვგრძნობთ, როგორია ხალხის დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ. ივანიშვილის მთავრობას რაც კი ნდობა შემორჩა, მინიმუმზეა დასული. „გავრილოვის ღამე“ და ამ ღამის შეფასება არის ერთგვარი განაჩენი და "ქართული ოცნების" 7 წლიანი საქმიანობის შეჯამება. გარდა ამისა, მაქსიმუმზეა პესიმიზმიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა. ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესეც პიკზეა. სავალალო, მძიმე რეალობა, რომელიც ამ მუქთახორების "მოღვაწეობის" შედეგად არის შექმნილი, ამ გამოკითხვებშია ასახული,"- განაცხადა კანდელაკმა.
ცნობისთვის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005