BABAJANA

წყარო: resonancedaily.com, 18 სექ 2019, ნახვები: 1287, კომენტარი: 0
„შალალომ“ სალომე ზურაბიშვილს ციხიდან წერილი გაუგზავნა - რა მისწერა უვადო პატიმარმა პრეზიდენტს
photo © resonancedaily.com  
შალვა აბულაძემ, იგივე „შალალომ“, რომელსაც ორი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, N 7 დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი გაგზავნა, რომელიც „პროგრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდენტს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს შალვა აბულაძის განცხადება
ქ-ნ სალომე, წინამდებარე განცხადებით მინდა შემოგთავაზოთ თქვენთვის სასარგებლო და საცოდნელი: მსჯელობა და შეფასება, გზა და გამოსავალი თქვენს სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით. მომისმინეთ:
რა თქმა უნდა, პოლიციელის მკვლელის, (თანაც თავში მსროლელისა და ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირის) 4 წელიწადში გათავისუფლება ნამდვილად არ ტოვებს სამართლიანობის განცდას უმრავლესობაში. როგორც ყოფილი კრიმინალი გეტყვით იმასაც, რომ ასეთი ნაბიჯები ერთგვარ წამახალისებელ როლსაც ასრულებს ანტოსოციალურად მოაზროვნეთა ფსიქოლოგიაში, მაგრამ თუ ღრმად გავყვებით თქვენს ნაბიჯს, მასში სერიოზულ პოლიტიკურ ილეთსაც დავინახავთ თქვენს განმაძლიერებელს. ძლიერისთვის კი ბევრად ადვილია კარგი საქმეების კეთება. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ძალაუფლების მიღწევა მსხვერპლთა გაღების გარეშე შეუძლებელია და თუ თქვენ ეს ამის გამო გააკეთეთ, მაშინ თქვენ ყოფილხართ პოლიტიკური გენიოსი, ან ამ ნაბიჯით დაანახეთ ყველას, რომ დაბმული ლომების აშვება თქვენს ხელთაა: მიუხედავად თქვენი განულებული უფლებებისა. ეს კი თქვენს პიროვნებას ანგარიშგასაწევს ხდის, როგორც მტრებისთვის, ისე შინაურებისთვისაც. მათი შეფხიზლება კი მუდმივადაა აუცილებელი. ეს ნაბიჯი იყო თქვენი ძალაუფლების დამონსტრირება და ის, რომ საარჩევნო კლიმატზე ზემოქმედების ერთ-ერთი გასაღები თქვენს ხელთაა. ხოლო თქვენს ჩასაფრებულ ოპონენტებს (და არა მარტო), რაც შეეხებათ, როგორც პრო ამერიკულ-დასავლური ღირებულებების მქადაგებლებს: მე მაგალითად, მათ პასუხს მათივე იდეალების – დემოკრატიული გადაწყვეტილებებიდან გავცემდი შედარებისთვის და ვურჩევდი ჯერ ტრამპთან გაერკვიათ თუ რატომ შეიწყალა უვადო მისჯილი პატიმარი ერთწლიანი პატიმრობის კიმ კარდაშიანის თხოვნით და შემდეგ დაესვათ ჩემთვის კითხვები!
და ბოლოს!!! - არ გაბედოთ და იფიქროთ, რომ პოლიტიკურ სიბრძნედ ეს ნაბიჯი იმიტომ შევაფასე, თითქოს თქვენი მომდევნო შეწყალების სამიზნედ დამესახა თავი. შეწყალებით არც მაშინ გავედი (ორჯერ შემოთავაზების მიუხედავად, 2012-13 წ) როდესაც 20 წელი მქონდა მისჯილი და არც არასოდეს გავალ, რადგან მე შალალო ვარ! და ამ სახელის (იდეის) შექმნაში იმდენი შრომა მაქვს ჩადებული, რამდენიც საჭიროა ისტორიის შესაქმნელად. ამ ისტორიას კი არაფერში გავცვლი, თუნდაც თავისუფლებაში, რადგან მე მხოლოდ ამ სახელთან ერთად ვარ თავისუფალი! შ ა ლ ა ლ ო“ – აღნიშნულია შალვა აბულაძის წერილში.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005