BABAJANA

წყარო: ipn.ge, 17 სექ 2019, ნახვები: 506, კომენტარი: 0
რომან გოცირიძე - მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს
photo © ipn.ge  
„შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას. მისი თქმით, მორატორიუმის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობაა. ოპოზიციონერი დეპუტატი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.
"მორატორიუმის გამოცხადება არაფერს შველის. პირიქით, ეს არის საკუთარი მოვალეობისგან გაქცევა. მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განახორციელოს შეწყალება, ოღონდ სამართლიანად, კანონის და შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადება არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობა. მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს სამ მკვლელს, მათ შორის პირს, რომელსაც ერთი დღითაც კი არ მოუხდია სასჯელი და ის არის ძებნილი ადამიანი, ეს, ალბათ, შეწყალების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამ შემთხვევებში აშკარად იკვეთება კორუფციის ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას ან მის ქმედებაში შეიმჩნევა დანაშაულის ნიშნები, შეიძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. თუკი პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვლავ მფარველობს ის ადამიანი, რომელმაც იგი პრეზიდენტად დასვა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გამოძიებაზე ზემოქმედება შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი გამოძიებული იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეწყალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა და წესები კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005