BABAJANA

წყარო: ipn.ge, 17 სექ 2019, ნახვები: 1571, კომენტარი: 0
„ამერიკის ხმა“ - "იმედის" მიერ ჩვენი ჟურნალისტის კომენტარის არასწორ კონტექსტში წარმოჩენა ღრმად შემაშფოთებელია
photo © ipn.ge  
„ამერიკის ხმა“ მათი ჟურნალისტის, ჯიმ მალონის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ გავიდა, განცხადებას ავრცელებს. "ამერიკის ხმის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ "იმედის" მიერ კომენტარის არასწორ კონტექსტში წარმოჩენას ჰქონდა ადგილი, რასაც "ღრმად შემაშფოთებელს" უწოდებს.
"ამერიკის ხმის" ხელმძღვანელობა განცხადებას აქვეყნებს კვირას, 15 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტზე, რომელშიც "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის, ჯიმ მალონის კომენტარი გავიდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამერიკის ხმის" გამოცდილ ჟურნალისტს ჯიმ მალონს ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ინტერვიუ სთხოვა შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ. 13 სექტემბერს, მან ტელეკომპანიას მისცა ეს ვიდეო ინტერვიუ. ინტერვიუს განმავლობაში "იმედის" ჟურნალისტმა მალონს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუწყო შეკითხვების დასმა, რაც მალონისთვის მოულოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი ამერიკის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.
"ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება."
ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის. "ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია," - ნათქვამია განცხადებაში.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005