BABAJANA

წყარო: ipn.ge, 17 სექ 2019, ნახვები: 982, კომენტარი: 0
რომან გოცირიძე უმრავლესობას - დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ - მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“
photo © ipn.ge  
განადგურებით დაგვემუქრა გახარია, თქვენი პრემიერ-მინისტრი და როდესაც ამაზე არავითარი რეაგირება არ გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თავად მიდიხართ განადგურების გზაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა NDI-ის კვლევას და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ ვერდიქტია.
"დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ. მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“, თუ ზაქარია ფალიაშილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და სწორედ თქვენ სრულდებით. ეს არის ვერდიქტი თქვენი 7-წლიანი მუშაობისა, რაც NDI-ს კვლევის სახით ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 49 % ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, ეს ხელისუფლების მუშაობის ნეგატიური შეფასების ისტორიული მაქსიმუმია, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ასევე, ისტორიული მაქსიმუმია შეფასება, რომ საქართველო თურმე მიდის სწორი მიმართულებით და მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს აქვს ასეთი განცდა. ეს 18%-იც ის ადამიანები არიან, რომლებიც იკვებებიან „ქართული ოცნების“ ხელით - ივანიშვილის ფულით, ბიუჯეტის ფულით, არასწორი ტენდერებით. მოსახლეობის 18%-ია კმაყოფილი თქვენი გზით, მაგრამ მათგანაც მხოლოდ 4% ამბბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება სწორი მიმართულებით. ეს ფაქტობრივად გამოტანილი ვერდიქტია თქვენი ხელისუფლების დასასრულისა და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელისუფლების ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკა მთლიანად გაკოტრებულია“, - განაცხადა გოცირიძემ.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005