BABAJANA

წყარო: ipn.ge, 15 სექ 2019, ნახვები: 2023, კომენტარი: 0
მიხეილ სააკაშვილი - მეხუთე კოლონამ საქართველოში ძალაუფლება ღიად ჩაიგდო ხელში - ბოლომდე უნდა წავიდეთ - ან ჩვენ, ან ისინი
photo © ipn.ge  
ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
"შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს“, - განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა. მან ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა მხოლოდ დიქტატურის დამყარებაზე ფიქრობს. ის ასევე შეეხო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ ფაქტით დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
"ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანა ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და უნდა გაირკვეს ვინ გაიმარჯვებს „ჩვენ თუ ისინი“. ყოფილი პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან მიმდინარე აქციასაც შეეხო და განაცხადა. რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ სიტყვა პატრიოტი „გააბანძა“.
"ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა ოცნება მოგვპარეს, იმედი გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“- ი გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირებული სიტყვები უნდა გამოვიყენოთ რადგან კლასიკური სიტყვები მოგვპარეს და გაგვიბანძეს. ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა „პატრიოტი“, როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005