BABAJANA

წყარო: netgazeti.ge, 15 სექ 2019, ნახვები: 984, კომენტარი: 0
“ევროპული საქართველო” რუსეთისთვის დამატებით სანქციებს ითხოვს, “ოცნება” წინააღმდეგია
photo © netgazeti.ge  
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას და რუსეთისთვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შეტანას ეხება.
"საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და რეალურ ეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, “ევროპული საქართველოს” მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის ავტორები “თავად არიან შემოქმედი იმ უბედურებისა, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით”.
“იცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც ცნობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტს, აღიარებს აფხაზეთს, აღიარებს ცხინვალის რეგიონს, ექვემდებარება ეკონომიკურ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. დამატებითი მოძრაობები ამ მიმართულებით ნიშნავს, რომ იქეთ რუსეთის მხრიდან გამოიწვიო ეკონომიკური სანქციები, რომლის რესურსი რეალურია. აქედან გამომდინარეობს ამათი მიზანი – არა კეთილშობილური აზრიდან, არამედ იმ საკითხებზე ხაზსგასმის ინეტრესიდან, რომელიც გამოიწვევს საპასუხო რეალურ ქმედებებს, რაც თავზე უბედურებად დაატყდება ღვინის, ციტრუსის მწარმოებლებს და ა.შ.” – დასძინა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005