BABAJANA

წყარო: netgazeti.ge, 11 სექ 2019, ნახვები: 702, კომენტარი: 0
აპატურაი მე-5 მუხლთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ახლა ასეთი დისკუსიის აზრს ვერ ვხედავ
photo © netgazeti.ge  
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უდროოდ მიიჩნევს დისკუსიას იმის შესახებ, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის დათქმით.
"გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლმა არ დაფაროს ორი რეგიონი. ჩემი თვალთახედვით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ამის განხილვის მზაობას. არც თავად მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში ეს იდეა დროულია. საქართველოს საელჩო ნატო-სთან აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში, ნათელი და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ჩრდილოატლანტიკური საბჭო მალე ეწვევა საქართველოს, რათა განიხილოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები, მათ შორის, დაეხმაროს საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებელ რეფორმებში”, – წერს აპატურაი.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გასულ წელსაც განაცხადა, რომ არარეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობა იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005