BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 სექ 2019, ნახვები: 750, კომენტარი: 0
ნინო ბურჯანაძე - ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამუდამოდ ვკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს
photo © ipn.ge  
„თუ ასეთი გულშემატკივრები არიან საქართველოსი, მაშინ კვიპროსის მოდელით ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და ნატო-ში მიღება-არმიღებაზე მერე ვილაპარაკოთ. ევროკავშირში გაერთიანება საქართველოსთვის გაცილებით მეტი გარანტიები იქნება როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განმარტებით, ნატო კარგია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც უკვე არიან მისი წევრები, მაგრამ საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ ნატო-ში გაერთიანება არის სახელმწიფოებრივად გამანადგურებელი, ვინაიდან ნატო-ში გაერთიანების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება აღარასდროს არ გაიყვანს რუსულ ბაზებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.
"აფხაზეთში და სამაჩაბლოში დგას რუსული ბაზები. ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ნატო-ს ბაზების განლაგებას. რას ვაკეთებთ? ჩვენს ერთ პატარა ტერიტორიაზე ორ ურთიერთდაპირისპირებულ სამხედრო ძალის განლაგებას ვაპირებთ?! გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია - დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ვალდებულება პრეზიდენტს აეღო საკუთარ თავზე, ეს მე მხოლოდ გამიხარდებოდა, ძალიან კარგი იქნება, რომ პრემიერმა გახარიამ გაბედოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯი კონფლიქტების დასარეგულირებლად. გახარია ივანიშვილის ქონების დაცვაზე კი ნუ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე იყოს ორიენტირებული თუ რა იქნება მისი ქვეყნისთვის აუცილებელი. მე არ ვიცი გახარია არ თუ არა არის მოსკოვის კაცი, მაგრამ თუ ის დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსკოვის კაცია. სამწუხაროდ, არც გახარიას და არც სხვა რომელიმეს დღევანდელ ხელისუფლებაში არ აქვს არც გამბედაობა და არც რესურსი პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთადერთი ვარ ვისაც შეუძლია შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს. ხელისუფლებაში ყოფნის და ბერკეტების არსებობის შემთხვევაში მე ნამდვილად შევძლებ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გარდატეხას”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005