BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 სექ 2019, ნახვები: 335, კომენტარი: 0
პაატა ზაქარეიშვილი ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებზე - შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მითების შექმნას
photo © ipn.ge  
შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი და ეს ხელს უწყობს სხვადასხვა მითების შექმნას, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ჩორჩანასთან შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა, სადაც საოკუპაციო ძალები ორ საგუშაგოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აშენებენ. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მკაფიო პოზიცია წარმოადგინოს, ასევე ისაუბროს იმაზეც, თუ რის შედეგია ეს ყველაფერი.
"მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, რომ ისინი ვერ ფლობენ სიტუაციას და არ იციან, როგორ იმოქმედონ კონფლიქტის მართვის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ გადაწყვეტაზე, ამაზე ოცნებაც აღარ გვაქვს, მართვაც არ შეუძლიათ,“- აცხადებს ზაქარეიშვილი. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ძალების ქმედებები პასუხია ცოტა ხნის წინ, ქართული მხარის მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს გაუფრთხილებლად აგებაზე.
"ჩვენ სამწუხაროდ, როგორც წესი, გვაქვს სტატიკური და არა დინამიური აზროვნება, მოვლენებს შორის კავშირებს ვერ ვხედავთ ხოლმე. მაშინ ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში რომ დააყენა საგუშაგო ისე, რომ არ განიხილა ეს ერგნეთის შეხვედრაზე, ეს აუცილებლად გამოიწვევდა საპასუხო რეაქციას,“- აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი. კითხვაზე, სხვა დროს თუ განიხილებოდა საგუშაგოს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და რამდენად ეფექტიანი იყო ეს გზა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ განიხილებოდა და საკმაოდ ეფექტიანიც.
"ერგნეთი იმიტომ არსებობს, რომ ამ ტიპის ნაბიჯები იქნას განხილული, ეს არის გამყოფი ხაზი და ერგნეთი იმიტომ შეიქმნა, რომ ინციდენტების პრევენცია მოხდეს. სიტუაცია რომ უკონტროლო არ იყოს, საჭიროა რაღაც საკითხების სულ ცოტა განხილვა, თუმცა, სჯობს შეთანხმება. ათეულობით საგუშაგო დგას იქ და ყველა განხილულია. თუ პერევის საგუშაგოს განხილვა შეიძლებოდა, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ჩორჩანასთან საგუშაგოს დაყენების საკითხის განხილვა? ვერ ამოვხსენი ეს ნაბიჯი ქართული მხრიდან, რასაც მოჰყვებოდა აუცილებლად ვერაგული პასუხი,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005