BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 სექ 2019, ნახვები: 384, კომენტარი: 0
გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ - ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს
photo © ipn.ge  
ამის გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს, - ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით ინგლისიდან ჩამოსულ ექსპერტიზის შედეგებს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“. როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, რაც ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ირიბ აღიარებას ნიშნავს.
"გახსოვთ, გიორგი გახარია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევის გამოძიებას დაგვპირდა. მაშინ ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე ჩააბარეს „თიბისის“ შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო ორგანოებს. ამის მიუხედავად ამას არ იძიებენ. წარმოიდგინეთ, იმას არ იძიებენ, რაზეც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ ბუნებრივია, ამ წერილზე გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს. იმდენად მძიმე ბრალდება წაუყენა ხაზარაძემ მაშინდელ შს მინისტრს დ ახლანდელ პრემიერს, რომ ჯანსაღ სიტუაციაში, თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც გამოძიების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს ფაქტობრივად, არის დანაშაულის ირიბი აღიარება,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი. კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს გაჩენილი კითხვები ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე, ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
"იმიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა, ამას ყველაფერს არ დაგიდევს. მთავარი მაინც ამ მოცემულობაში არის, როგორ შეძლებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესში პოზიციონირებას, რამდენად მძიმე არგუმენტები აღმოჩნდება ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არჩევნების დროს. ამ „ქეისების“ გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს,“- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005