BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 1057, კომენტარი: 0
ხაშურის მერის წარმომადგენელი - საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ - ეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა
photo © ipn.ge  
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.
"ფაქტია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორესაც ამონტაჟებენ. ეს ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ახალი პოსტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ადგილი სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მდებარეობს. ყობის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ეს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" ხაშურის მუნიციციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ. ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებებს და საგუშაგოების განთავსებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.
"ორ საგუშაგოს აკეთებენ. ბუნებრივია, შემაშფოთებელია ეს ფაქტი, თუმცა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ვცხოვრობთ აქ ჩვეულებრივ, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციის მიზნით აკეთებენ. შესაძლოა, ტყით სარგებლობა და გადაადგილება შეგვეზღუდოს, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი", - განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005