BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 846, კომენტარი: 0
საკრებულოში დაპირისპირება მოხდა - ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს „კორუმპირებული“, კალაძემ კი ხაბეიშვილს „გაფარჩაკებული“ უწოდა
photo © ipn.ge  
დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა კახა კალაძეს საკრებულოს დერეფანში განუცხადა, რომ მასთან კითხვები აქვს. შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხაბეიშვილმა კალაძეს "კორუმპირებული" უწოდა, კალაძემ კი ასე მიმართა: "სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები". ხაბეიშვილის განცხადებით, მას დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.
"153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?"- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.
"თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული",- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005