BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 514, კომენტარი: 0
გია ვოლსკი - მეხუთე მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობის საკითხი ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ
photo © ipn.ge  
მე-5 მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობის საკითხი ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს და საჭიროა პარტნიორებთან კონსულტაცია.
"ვიღაცა ეცადა, რომ წარმოეჩინა ისე, თითქოს პირადად რასმუსენს ან ნატო-ს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება მე-5 მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და თუკი იქნება სათანადო მუშაობა იმისთვის, რომ ამას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. მხოლოდ საქართველო არ წყვეტს ამ საკითხს. პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო, ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით.
ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვს. მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე რომც მიდიოდეს ინტენსიური კონსულტაციები, არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც არავითარი ანგარიშვალდებულება ჩვენ ესოდენ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არ გვაქვს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005