BABAJANA

წყარო: accentnews.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 747, კომენტარი: 0
მოზარდი ყვება, რომ მას მკვლელობა აღიარებინეს, თუმცა „მოკლული“ შინ უვნებელი დაბრუნდა
photo © accentnews.ge  
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გურჯაანში მცხოვრები 16 წლის ბ.მ. პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი გახდა. არხმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მოიპოვა, რომლის თანახმადაც, მოზარდს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, მას კისრისა და კიდურების არეში ნაჭდევები აღენიშნება.
როგორც მოზარდი ჰყვება ორმა სამართალდამცველმა ის ჯერ პოლიციის მანქანაში სცემეს, შემდეგ მასზე მდინარესთან იძალადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა გაგრძელდა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში: ფანჯრიდან ფეხებით გადმოჰკიდეს და აღიარებითი ჩვენებაც მიიღეს. როგორც მოზარდი ამბობს, სამართალდამცველები მისგან 34 წლის ვანო მახარაშვილის მკვლელობის, შემდეგ ცხედრის დანაწევრებისა და ფრაგმენტების მდინარეში გადაყრის აღიარებას ითხოვდნენ. მოზარდის თქმით, მან წამების პირობებში მკვლელობა აღიარა, თუმცა ვანო მახარაშვილი რამდენიმე დღეში შინ უვნებელი დაბრუნდა. გაირკვა, რომ ის მთაში იმყოფებოდა და საქონელს მწყემსავდა.
"ერთი მცემდა, მეორე გადმოვიდა და თოფი დამადო, „თქვი, რომ მოკალი, სად ჩააგდეო.“. ვტიროდი, არ მემოკლავს–მეთქი. არხში მაგდებდნენ, „თქვი, რომ შენთან მოდიოდა და მოკალიო“. მესამე სართულიდან გადამკიდეს. კივილი დამვიწყე, მაგრამ არავინ მოსულა. ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი ტრიალებდა იქ, თუმცა არავინ ემოსულა, ალბათ შეთანხმებულები იყვნენ“,– აცხადებს მოზარდი.
არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შსს–ს გენინსპექციამ დაიწყო გამოძიება.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005