BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 740, კომენტარი: 0
სალომე სამადაშვილი - აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ  აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია
photo © ipn.ge  
აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აგზავნის სიგნალებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ამიტომ მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოში ვითარება არ არის მძიმე.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ ხდება სერიოზული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. სამწუხაროდ, ამავე დროს ვხედავთ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებელ რეჟიმში უნდა მართავდეს კონსულტაციებს შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაშინგტონში. ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული.
როდესაც საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არ აქვთ განცდა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემები, რეალურად მძიმდება, რუსეთის და საოკუაციო რეჟიმის პროვოკაციების შედეგად“, - განაცხადა სამადაშვილმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005