BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 125, კომენტარი: 0
ადვოკატის განცხადებით, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა
photo © ipn.ge  
პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს. თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.
ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.
თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005