BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 156, კომენტარი: 0
ნიკა ჩიტაძე - აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა ვითარებას ვერ შეცვლის
photo © ipn.ge  
აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა რადიკალურად ვერ შეცვლის ვითარებას, თუ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო არ გამკაცრდება, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნას ეხება. როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ დღეს დაწესებული სანქციები „ბოლომდე ეფექტური არ არის“.
"კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა, თუმცა მეორეს მხრივ, აღნიშნული რადიკალურად ვერ შეცვლის ვითარებას თუ აღნიშნულს არ მოჰყვება კონკრეტული პრაქტიკული ქმედებები. მაგალითად, უნდა მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის მიერ სანქციების გამკაცრება. ის სანქციები, რომელიც იყო შემოღებული, არ არის ბოლომდე ეფექტური, იმიტომ, რომ რუსეთის ამბიციები არ არის შესუსტებული. მაგალითად, ევროკავშირი 2018 წლის მონაცემებით ისევ არის დამოკიდებული რუსეთის ბუნებრივ აირზე“, - განაცხადა ჩიტაძემ. მისივე შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფორმატი, როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად შეიცვალოს და საოკუპაციო ხაზთან, ქართული პოლიციის პოსტების პარალელურად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების პოსტებიც განთავსდეს.
"ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფორმატის შეცვლა. ვგულისხმობს, მაგალითად იმ ფაქტს, რომ დღეს ევროკავშირის 300-მდე დამკვირვებელი არის დისლოცირებული საქართველოში, მაგრამ ისინი მუდმივად არ იმყოფებიან კონფლიქტის ზონაში. მათი შტაბ-ბინები არსებობს თბილისში, მცხეთაში, ზუგდიდში, გორში. ამიტომაც თუ რამე პრობლემაა, მაგალითად მოქალაქის გატაცების ფაქტი, ისინი ჩადიან, ადგილზე შეისწავლიან ვითარებას, მაგრამ რუსეთი მაინც აგრძელებს ადამიანების გატაცებას. თუნდაც, ოთხოზორიას საქმე რომ გავიხსენოთ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ და მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. ფაქტობრივად, არც არავინ არ იდგა იმ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან. ამიტომაც, იქ მუდმივად უნდა იყვნენ. რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, უნდა შეიცვალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფორმატი. ისინი მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ქართული პოლიციის პოსტების პარალელურად, მათი პოსტებიც უნდა იყოს“, - განაცხადა ჩიტაძემ. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნა, რადგან ეს რუსეთს დაანახებს, რომ საქართველოს აშშ-ს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს.
"რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეტად მნიშვნელოვანია ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის ზრდა საქართველოში. საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის გახსნა, ალბათ, გარკვეულწილად დაანახებს რუსეთს, რომ საქართველოს ჰყავს საიმედო პარტნიორი აშშ-ს სახით, რომელსაც შეუძლია ევროკავშირთან ერთად გარკვეული რადიკალური ნაბიჯები გადადგას ვითარების განმუხტვის მიზნით. ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ, საჭიროა აშშ-სთან მოლაპარაკება“, - აღნიშნა ჩიტაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005