BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 827, კომენტარი: 0
პროკურატურა ნიკა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით - უწყება იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
photo © ipn.ge  
საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით განუცხადეს. სხვა კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ. მელიამ დღეს ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას პოლიტიკურ თოქშოუში სტუმრობასთან დაკავშირებით, მათ როგორც გენერალური პროკურორი, ასევე სხვა პროკურორებიც გაფრთხილებული ჰყავდათ.
"პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში გვყავდა ჩაყენებული, გენერალური პროკურორიც და შესაბამისი პროკურორებიც, წერილობითაც და წინასწარაც ვაცნობეთ. რაც არის დაკავშირებული უფლებამოსილებასთან - შეხვდეს ამომრჩეველს, იაროს პარლამენტის სესიებზე, დაესწროს საკომიტეტო მოსმენებს, მივიდეს, ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით და მასმედიით - ეს კონსტიტუციის მე-3 თავით არის გარანტირებული და ვერ იქნება პროკურორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ასეთი, საქმის კურსში ჩავაყენეთ პროკურატურა, რომ ნიკანორ მელია პოლიტიკურ თოქშოუში მიდიოდა. თუ სამართლებრივ აბსურდში შევლენ, მათი საქმეა. თუ რეაგირებაში გულისხმობენ იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუცვალონ და დააპატიმრებენ, მაშინ პარლამენტში უნდა შეიტანონ, თავიდან გაიარონ პროცედურა, ნებართვა მიიღონ და მერე სასამართლოს მიმართონ", - განაცხადა კონდახიშვილმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005