BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 სექ 2019, ნახვები: 1831, კომენტარი: 0
მიხეილ სააკაშვილი - ოქრუაშვილი სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული - არა უშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში
photo © ipn.ge  
ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს და ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს.
"ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არა უშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“,- წერს სააკაშვილი. ამით სააკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას აფასებს.
"გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ჰყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს და ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ. გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს.დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“,-წერს ოქრუაშვილი.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005