BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 სექ 2019, ნახვები: 1610, კომენტარი: 0
ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე
photo © ipn.ge  
ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - განაცხადა რასმუსენმა. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.
"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ", - განაცხადა რასმუსენმა. გარდა ამისა, მანვე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.
"რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რასმუსენმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005