BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 სექ 2019, ნახვები: 1562, კომენტარი: 0
რუსეთის დუმის სპიკერი -  ოსების გენოციდის აღიარების განხილვისას, საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს
photo © ipn.ge  
სამხრეთ ოსეთის მიმართვის განხილვის განმავლობაში, რომელიც ოსების გენოციდის აღიარებას უკავშირდება, საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
"ვიმედოვნებთ, რომ საქართველო, თავის მხრივ, დახმარებას აღმოგვიჩენს და კომუნიკაცია ექნება ამ საკითხის განხილვისას. ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია. ისინი ბაზირებული უნდა იყოს, აუცილებლად, არგუმენტებზე, ობიექტურ მოვლენებზე, ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით“, - განუცხადა ვოლოდინმა რუს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი საკითხს შეისწავლის და წინადადებას შეიმუშავებს, დუმა ამ საკითხს დაუბრუნდება და გადაწყვეტილებას მიიღებს. ვოლოდინის თქმით, რუსი დეპუტატებისთვის „მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება იყოს ობიექტური და რომ ყველამ შეიგნოს, რომ თუკი ასეთი სიტუაცია არსებობდა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ, სწორი იქნებოდა ეს გვეღიარებინა და მხარი დაგვეჭირა კოლეგებისთვის სამხრეთ ოსეთიდან“. მისი თქმით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა არგუმენტაცია და როგორი მასალები იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან თანამშრომლობაზე.
ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ივან მელნიკოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის შედეგად, დუმაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების წინააღმდეგ საქართველოს მიერ გენოციდის საკითხს შეისწავლის“.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005