BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 18 აგვ 2019, ნახვები: 518, კომენტარი: 0
მოდიან და მიჰყავხარ - ძაღლები, ავტომატები, თვითონ ჯარისკაცები და ვის გაუძალიანდები - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები
photo © rustavi2.ge  
საქართველოს 8 მოქალაქე კვლავ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, როდის გაათავისუფლებენ მათ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. სუს-ში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ახალუბნელები კი შეშინებულები არიან და დახმარებას ითხოვენ. სოფლიდან გუშინ ოკუპანტებმა 7 მოქალაქე გაიტაცეს. მოსახლეობა ამბობს, რომ საკმაოდ დიდ პერიმეტრზე არ არის აღნიშვნა გაკეთებული, რომ ადგილობრივები მიხვდნენ, სად არის ე.წ. საზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდნენ. თუმცა, მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები მაშინაც კი იტაცებენ მოქალაქეებს, თუ ისინი ე.წ. საზღვარს თუნდაც 50 მეტრზე მიუახლოვდებიან. "ძროხები რომ მიჰყავთ საძოვარზე, მიდიან და იტაცებენ, ხშირ-ხშირად ხდება... რუსის ჯარი უნდა გაიყვანონ და მაშინ გვეშველება, ოსები ჩვენ არაფერს არ გვიშლიან. რუსების ზემოქმედებით არიან, აბა რითი. თუ მიახლოვდები 50 მეტრში დაგინახავენ, მოდიან და მიჰყავხარ - ძაღლები, ავტომატები, თვითონ ჯარისკაცები და ვის გაუძალიანდები, იარაღიან ხალხს როგორ გაუძალიანდები“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკმაოდ შეშინებულები არიან ოკუპანტების მიერ მათი თანასოფლელების გატაცების გამო.
"გვეშინია, ხანდახან ზემოთ აძოვებს ხოლმე ძროხას და მეშინია, გავძახებ ხოლმე, რომ რავი არ წაიყვანონ. იქით აძურა არის, იმის იქით არიან, აქეთ ვერ გადმოდიან. წმინდა გიორგი ტრაფარეტიც არის და აქამდეაო და მერე სადამდე ჩამოვა, ღმერთმა იცის“, - ამბობს ადგილობრივი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 8 ადამიანი გაიტაცეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა, როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005