BABAJANA

წყარო: ipn.ge, 17 აგვ 2019, ნახვები: 391, კომენტარი: 0
დავით ზალკალიანი - მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ
photo © ipn.ge  
„საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი 2 დღეა შეჩერდა, ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ინფორმაციის გაცნობა. სიტუაცია მართლაც ძალიან დამთრგუნველია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ფაქტორბივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებებია ეს, რომელსაც ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებული ქმედებები დაგმობილია მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ. იცით, რომ ეს პროცესი 2 დღეა რაც შეჩერდა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. პირიქით, 24 საათიან რეჟიმზეა გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დიპლომატიური მისია ინსტრუქტირებულია, რომ მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობდა. მერწმუნეთ, რომ აგვისტოში იოლი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების მოწვევა და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან მკაცრი და დამგმობი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ მათ ინფორმირებას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005