BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 აგვ 2019, ნახვები: 1132, კომენტარი: 0
სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი - იზორია "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს
photo © rustavi2.ge  
თავდაცვის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ტვ იმედზე" გასულ ფილმთან მიმართებაში, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. ლევან იზორია აცხადებს, რომ ძალიან სუბიექტური შეფასებაა თითქოს ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა. ლევან იზორიამ დღეს გაიმეორა ის მთავარი გზავნილები, რომელზეც "ქართული ოცნების" წევრები მუდმივად საუბრობენ. მინისტრმა თქვა, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი არის წინა ხელისუფლება.
"ავტორების შეფასება, ფილმების შეფასება შეიძლება იყოს ინდივიდუალური. ვხედავ, რომ აქაც ძალიან სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი. კერძოდ, იმის თქმა, რომ ეს იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
"ტელე იმედზე" გასულ ფილმზე მასალა "მედია ჩეკერმა" გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს - ასე აფასებს მედია ჩეკერი ფულმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.
„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს "მედია ჩეკერი." ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოითხოვეს.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005