BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 აგვ 2019, ნახვები: 496, კომენტარი: 0
ნიკა გვარამიას საქმე - სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო
photo © rustavi2.ge  
ნიკა გვარამიას საქმეზე, მისი უფლებადამცველის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, ძალაში რჩება პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა. ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა გირაო გაასაჩივრა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლო განცხადებაში განმარტავს, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა დაირღვა, რის გამოც საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. გვარამიას ადვოკატის დ. საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი,"-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005