BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 13 აგვ 2019, ნახვები: 940, კომენტარი: 0
სკანდალური ფაქტები - პარლამენტის და საკრებულოების წევრების სიას წინასაარჩევნოდ, ღარიბაშვილის ხელმძღვანელბით სუს-ი წერდა
photo © rustavi2.ge  
საიდუმლო გარიგებები "ქართული ოცნების" პოლიტიკური კულუარებიდან, რომელზეც მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები ღიად ალაპარაკდნენ.
როგორ არჩევდა სუს-ი პარლამენტის და საკრებულოების წევრებს? დღემდე უცნობი, სკანდალური ფაქტები "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ვირტუალურ სტუდიაში ”ქართული ოცნების” ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ღიად განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიებს სპეცსამსახურების თანამშრომლები წერდნენ და პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში სუს-ი მართავს. იყო პირდაპირი მითითებები, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო ან არ მოხვედრილიყო პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სუს-ი განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურობდა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორები მეტ დეტალებზეც საუბრობენ. კერძოდ, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი კანდიდატების შერჩევას ძალოვანი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი წრე კურირებდა. ოცნების ყოფილი თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილს ეს ფუნქცია დღესაც აქვს.
დავით ზურაბიშვილმა, "კურიერთან" კიდევ უფრო სკანდალური დეტალები გათქვა, გაიხსენა, რომ არჩევნების წაგების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ოცნების" რიგებში სწორედ სპეცსამსახურებმა გადაიყვანეს. ერთ-ერთი პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი იყო. ზურაბიშვილის ამბობს, რომ პოლიტიკური პორტირების ეს სპეცოპერაცია მაშინ სპეცსამსახურებმა ჩაატარეს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ეჭვი არ ეპარებათ, სუს-ი ახლა კიდევ უფრო გავლენიანი გახდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიასაც ჩვეული მეთოდით დააკომპლექტებს.
ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლების საჯარო განცხადებებს სიცრუეს უწოდებს გია ვოლსკი. ის ირწმუნება, რომ პარტიულ გადაწყვეტილებებში სპეცსამსახურები არ ერევიან.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005