BABAJANA

წყარო: ipn.ge, 13 აგვ 2019, ნახვები: 532, კომენტარი: 0
ტელეკომპანია "ფორმულა", რომელსაც, სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას ოქტომბერში დაიწყებს
photo © ipn.ge  
ახალი ტელეკომპანია "ფორმულა", რომელსაც "ფორმულა კრეატივი" ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს. გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.
"ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მან. ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.
"ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის" წარმოების სერიალი - „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ", - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში "ფორმულას" მომავალმა დირექტორმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005