BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2019, ნახვები: 335, კომენტარი: 0
არჩილ თალაკვაძე შეკითხვაზე: დგას თუ არა ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი - ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები
photo © ipn.ge  
„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი. ჟურნალისტების კითხვას, სცენარი, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში წლების განმავლობაში ცდილობდა წართმეული ქონების უკან დაბრუნებას და ახლა 1 თვეში ყიდის მას, ხომ არ ეჩვენება საეჭვოდ, პარლამენტის თავმჯდომარე არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია.
"ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება ტელევიზიის საკუთრებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არაერთი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუ რა პრობლემები იყო ტელეკომპანიაში. შესაბამისად, შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.
მედიაპლურალიზმს აჩვენებს მიკროფონების რაოდენობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. საქართველო იმსახურებს, რომ ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეთიკური და თავისუფალი მედია, რომელიც დასავლური სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ ამ პრინციპების დამცველი ვიყავით აქამდეც და ვიქნებით მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენით გააკეთეთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005