BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2019, ნახვები: 473, კომენტარი: 0
პრემიერი - ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი
photo © ipn.ge  
ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 150 კმ. სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა და რეაბილიტაცია უტარდება 500კმ.-მდე სიგრძის საავტომობილო გზას. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები აქამდე არასდროს ყოფილა.
"ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ და საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომლებიც არასდროს არ აშენებულა. ჩვენ დღეს ვაშენებთ დაახლოებით 150 კმ სიგრძის ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება დაახლოებით 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია.
იცით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20%-ით გავზარდეთ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება,“ - განაცხადა ბახტაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005