BABAJANA

წყარო: tabula.ge, 12 აგვ 2019, ნახვები: 1889, კომენტარი: 0
ტრამპის ადმინისტრაცია ლეგალური მიგრანტებისთვის Green Card-ის მოპოვების წესებს ამკაცრებს
photo © tabula.ge  
აშშ ლეგალური მიგრანტებისთვის მწვანე ბარათის მიღების წესებს ამკაცრებს. The New York Times-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივის თანახმად, "მწვანე ბარათს" ვერ მიიღებენ ის მიგრანტები, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. ცვლილებები შეეხება იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებას ცდილობენ. ტრამპის ადმინისტრაციამ, ახალი კანონი 12 აგვისტოს წარადგინა, CNN-ის ცნობით, 837 გვერდიანი დოკუმენტი ძალაში, 2019 წლის 15 ოქტომბერს შევა. ახალი კანონის თანახმად, საემიგრაციო სამსახურს უფლება აქვს ემიგრანტებს სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, საკვები ბარათების, უძრავი ქონების ვაუჩერებისა და სხვა სახის სოციალური დახმარების გამოყენებაზე უარი უთხრას.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კენ კუჩინელმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ახალ კანონს Public charge rule-ს ჰქვია. მისი თქმით, ეს ცვლილება იმიგრანტებს უფრო "დამოუკიდებელს" გახდის.
"ეს კანონი დაეხმარებათ მათ. ისინი შეძლებენ მყარად იდგნენ ფეხზე და არ იქნებიან დამოკიდებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე"- ამბობს კუჩინელი.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით შემოიღო. ეროვნული იმიგრაციის კანონის ცენტრი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005