BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 აგვ 2019, ნახვები: 595, კომენტარი: 0
შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის ქვეყნებში გამგზავრებაზე
photo © ipn.ge  
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების განთავსების შემდეგ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე.
შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ორჯერ მიმართა, თუმცა უწყებამ სააგენტოს სტატისტიკა არც ერთ შემთხვევაში არ მიაწოდა.
უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ითხოვდა ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე თვის წინ განთავსებული უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით გამზავრებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, თუმცა უწყებამ სააგენტოს საპასუხოდ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა: „საერთაშორისო აეროპორტებში, ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გაცემა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში“. აღნიშნულის შემდეგ „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ოფიციალური წერილი მეორედაც გაუგზავნა, სადაც სააგენტომ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ითხოვდა არა ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, არამედ უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე უარის თქმის შესახებ მონაცემებს, რაზეც ამჯერად უწყებამ სააგენტოს აცნობა, რომ „ვერ განიხილავდა „ინტერპრესნიუსის“ აღნიშნულ ოფიციალურ წერილს, რადგან სააგენტოს ამ თემაზე პასუხი უკვე გასცა“.
"ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხის გარკვევას „აეროპორტების გაერთიანებასთანაც“ შეეცადა, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ქართველ მესაზღვრეებთან ერთად უცხოელები, მათ შორის ფრანგი და ბერძენი მესაზღვრეები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან განთავსდნენ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005