BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 აგვ 2019, ნახვები: 1391, კომენტარი: 0
ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! - მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს
photo © rustavi2.ge  
ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! - "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს. ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქვეყანას ღირსება უნდა დაუბრუნდეს. მისი თქმით, ქვეყანა არ იმსახურებს იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ის ახლაა.
"ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები. ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება," - აღნიშნული განცხადებაში. ხაზარაძის თქმით, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის, ახალგაზრდების და ემიგრაციაში მყოფების გათვალისწინებით. მისივე თქმით, მცირე ეკონომიკის ქვეყანას ამ ეტაპზე არანაირი სტრატეგიული მიზანი არ აქვს. ხაზარაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა ტყუილი დაპირებებით იმართება და სახელისუფლებო სისტემა რეპრესიულია მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ.
"იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ, რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება. ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად. ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს, რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს?
ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის? ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ? ასე ვერ განვვითარდებით! ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს!
დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ; გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუკაზე! ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა! მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!
სექტემბრიდან!
ახალი მოძრაობა!
ღირსეული საქართველოსთვის!" - აღნიშნულია განცხადებაში.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005