BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 აგვ 2019, ნახვები: 1012, კომენტარი: 0
"რუსები საზღვარს ავლებენო, 100 მეტრით გადმოიწიეს" - გუგუტიანთკარელები დახმარებას ითხოვენ
photo © rustavi2.ge  
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გუგუტიანთკარელები ხელისუფლებისგან კვლავ დახმარებას ითხოვენ. მიზეზი სოფელთან ახლოს რუსი სამხედროების ყოფნაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი მავთულხლართების გავლება რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ შეაჩერეს, თუმცა რუსი სამხედროები სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რჩებიან. მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა მავთულხლართების გავლება განაახლონ.
"ჩემი დარდი ის არის, რომ აგერ იქით მოჰყვა ჩემი ქმარი და შვილი და საფლავზე ვერ მივდივარ. სანთელი ვერ ამინთია. საზღვარს ავლებენო, 100 მეტრით გადმოიწიესო,“-განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები.
სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005