BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 10 აგვ 2019, ნახვები: 1254, კომენტარი: 0
პატრიარქი -  ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა
photo © rustavi2.ge  
ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა - ეს განცხადება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გააკეთა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ ახალგაზრდობამ მაგალითი უნდა აიღოს არა სხვა ქვეყნებისგან, არამედ საკუთარი წარსულიდან.
"დღეს არის ესტატე მცხეთელის დღესასწაული გილოცავთ. მე მინდა დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე . წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი. უნდა ვისწავლოთ რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო ომები, არეულობები , მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ მადლობა უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგრჩა ჩვენ და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს , ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას . ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა.
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს რომელშიც იმყოფება დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და მე მედი მაქვს, რომ დაძლევენ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, ძალა და მშვიდობა ეს ღვთისაგან მონიჭებული მადლია, მადლი ღვთისა .... ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან , აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთისშიშით იყო შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწიოთ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენ წინაპრებს. ჩვენთან არა ღმერთი. ღმერთი ჩვენთააა,"-განაცხადა პატრიარქმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005