BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 19 ივლ 2019, ნახვები: 319, კომენტარი: 0
აკაკი ზოიძე - მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება კრიტიკული, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე დამოკიდებული
photo © rustavi2.ge  
„რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებას და გენერალური დირექტორის შეცვლას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. ისინი ცვლილებას სამართლიანობის აღდგენად აფასებენ და ქართული მართლმსაჯულების მიღწევებით იწონებენ თავს. აკაკი ზოიძის მტკიცებით, ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ერევა, თუმცა იქვე გამოთქვამს მოსაზრებებს, როგორი ტელევიზიის ხილვაც სურს მას. ზოიძეს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება თუ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის საქმიანობაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესაც ჩართავს.
"არაფერი კავშირი ხელისუფლებას ამასთან არ აქვს, რაც აქვს კავშირი, ეს გახლავთ ის, რომ მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს, რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, ობიექტური არხი იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში. მეორე თემაა, მიკერძოებულია, არამიკერძოებულია, პარტიული ტელევიზიაა, ეს ყველაფერი კამათის და შეფასების თემა არის. მე მომწონს "რუსთავი 2," რომელიც იქნება ობიექტური, მკაცრად კრიტიკული, თუნდაც მთავრობის მიმართ, ოღონდ სასურველია, რომ ეს ობიექტურობა არ იყოს მხოლოდ გინების სიღრმეზე და სიმწვავეზე დამოკიდებული. მე, შინაგანად, როგორც ერთ მოქალაქეს, სამართლიანობის შეგრძნება მექნებოდა, რომ დვალს და აქიმიძესთან მიმართებით ყოფილიყო სამართლიანობა აღდგენილი. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს, კონტრაქტები, მე უბრალოდ, გეუბნებით ჩემს პოზიციას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი პლურალისტური მედიაგარემოა.
„ჩვენ ვართ ხალხის სამსახურში და ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე მედიასაშუალებას რაიმე სახის საფრთხე შეექმნას და რაიმე სახით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის ხელისუფლების მონაპოვარი, ჩვენი გუნდის მონაპოვარი, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, მედია პლურალიზმი იყოს გარანტირებული, ეს ასეა და ასე იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ოხანაშვილმა. დეპუტატ ვანო ზარდიაშვილი კი „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მესამე სექტორის განცხადებები ნიკა გვარამიას მოსაზრებებთან თანხვედრაში იყო.
„არასამთავრობო სექტორი, ჩვენდა სამწუხაროდ, მუდმივად სინქრონში იყო "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელთან ერთად, რომლებიც ჩემი აზრით, მიზანმიმართულად ახორციელებდნენ სასამართლოს დისკრედიტაციას. რაც შეეხება, სარედაქციო პოლიტიკას და დამოუკიდებლობას, ჩვენი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო გარანტი საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, შესაბამისად, გაგრძელდება ასე და ყველა მედიასაშუალებას ექნება დამოუკიდებლად, კანონიერ მფლობელებთან ერთად განახორციელოს თავისი საქმიანობა, თავისუფლად, დამოუკიდებელ სივრცეში,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა
.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005